კვლევა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა ხელს უწყობს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას, აგრეთვე გარემომცველ სამყაროზე ზრუნვისა და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას აუცილებელია ყურადღების გამახვილება განწყობა- დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე, ეს არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა). ესგ (2018–2024)

თემა: ერთლებნიანი და ორლებნიანი თესლები
კვლევა: 
მოცემული თესლები  დაფარულია კანით. თესლს მოაცილე კანი და დააკვირდი. შეეცადე აღწერო და დაყო ისინი ორ ჯგუფად.









პრაქტიკული სამუშაო:როგორ გავაკეთოთ კომპასი

კომპასი–პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს.

კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარს აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს. 
კომპასის ისრად ჩინელები იყენებდნენ მაგნიტური
რკინისაგან დამზადებულ საგნებს, მაგალი-
თად თევზის ფიგურას. თევზი თავსდებოდა
ტივტივაზე, ტივტივა კი წყლის ზედაპირზე.
წყლის ზედაპირზე მოთავსება საჭირო იყო,
რათა თევზის ფიგურას თავისუფლად ეტრიალა.
როგორც კი წყალზე მოათავსებდნენ,
თევზის ცხვირი ჩრდილოეთისაკენ, კუდი კი
სამხრეთისაკენ ტრიალდებოდა.
როგორ გავაკეთოთ კომპასი
 გამოვიყენოთ ძველი ჩინელების გამოცდილება და სახელდახელოდ გააკეთოთ კომპასი.              შევარჩიეთ ერთი რომელიმე ვარიანტი და შევუდგეთ საქმეს.
კომპასი 1.
კომპასის გასაკეთებლად აუცილებელი მასალა:
• მაგნიტი
• პერგამენტის ქაღალდი
• საკერავი ნემსი
•გამჭვირვალე ჭიქა
• წყალი                                
• ჭიკარტი ან საკანცელარიო პატარა ლურსმანი
 პროცედურა:
1.გაუყარე ნემსი პერგამენტის ქაღალდში, როგორც ნახატზეა ნაჩვენები.
2. ნემსის წვეტიანი ბოლო გაუსევი 40-ჯერ მაგნიტს. ყოველთვის ერთი მიმართულებით (თითქოს დანით ხის ძელს თლიდე). ნემსი უნდა დამაგნიტდეს. ამის შემოწმება ადვილია: მიუახლოვე ნემსის წვერი ჭიკარტს ან ლურსმანს–ისინი დამაგნიტებულ ნემსს მიეკრობა.
3. ჭიქაში ჩაასხი წყალი და ზედაპირზე , ჭიქის შუაში ,მოათავსე ქაღალდი ნემსითურთ.
ცდის შედეგი :
ნემსის დამაგნიტებული წვერით ჩრდილოეთის მიმართულებით განლაგდება.
შეამოწმე , ხომ არ მოხდა ეს შემთხვევით.შემოატრიალე ქაღალდი.
როდესაც ხელს გაუშვებ, ნემსის წვერი კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.

კომპასი–2 

კომპასის გასაკეთებლად აუცილებელი მასალა:

• მაგნიტი
• საკერავი ნემსი
• ძაფი
• ფანქარი
• გამჭვირვალე ჭიქა
• ჭიკარტი ან საკანცელარიო პატარა ლურსმანი

პროცედურა:

1. საკერავ ნემსს შუაში მოაბი ძაფი. ძაფის მეორე ბოლოს გაუკეთე ყულფი
ფანქარზე ჩამოსაცმელად.

2. ნემსის წვეტიანი ბოლო გაუსვი 40-ჯერ მაგნიტს, ყოველთვის ერთი მიმართულებით(თითქოს დანით ხის ძელს თლიდე). ნემსი უნდა დამაგნიტდეს.
ამის შემოწმება ადვილია: მიუახლოვე ნემსის წვერი ჭიკარტს ან ლურსმანს.
ისინი დამაგნიტებულ ნემსს მიეკრობა.
3. ძაფის ყულფში გაუყარე ფანქარი და დადე ის ჭიქაზე ისე, რომ ნემსი
ჩაეშვეს ჭიქის შუაგულში.
ცდის შედეგი:

ნემსის დამაგნიტებული წვერი ჩრდილოეთის მიმართულებით განლაგდება.
შეამოწმე, ხომ არ მოხდა ეს შემთხვევით. შემოატრიალე ფანქარი. ნემსის წვერი კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.






შემაჯამებელი სამუშაო ბუნებისმეტყველებაში–მოდელირება



ესგ ბუნ.V.1.მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ  ფუნქციებთან  დაკავშირება.


 

 











   

         მცენარის ვეგეტატიური ორგანოების შესწავლის შემდეგ  მოსწავლეებმა შემაჯამებელ სამუშაოზე  თეორიული ცოდნის გამოყენებით მოახდინეს - მცენარის ვეგეტატიური ორგანოების  სტრუქტურული მოდელირება.  
მოდელის დამზადებისას მათ  შეძლეს მცენარის ვეგეტატიური ორგანოების სტრუქტურული აგებულება მათ ფიზიოლოგიასთან დაეკავშირებინათ და მოეხდინათ მცენარის ორგანოებს შორის არსებული კავშირის სინთეზური გააზრება. მოდელების პრეზენტაციისას მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ მცენარეზე - როგორც მთლიან ორგანიზმზე და ისე მოეხდინათ მათ მიერ შექმნილი მოდელის თვითშეფასება.    

სადემონსტრაციო ექსპერიმენტი. IV კლასი

პრაქტიკული სამუშაო

კვლევის მიზანი: თესლის აღმოცენებისთვის საჭირო პირობების დადგენა
საჭირო მასალა: 4 ჭიქა,4 ბამბის ქილა, 20-30 ლობიოს თესლი, წყალი.
პროცედურა:

1.ოთხივე ჭიქაში  გაშალეთ ბამბის ქულა და თანაბრად გადაანაწილეთ მცენარეთა თესლი.






2.წყლით დაასველეთ  ბამბა  და დადგით ჭიქა  ცივ ადგილას (მაგ.: აივანზე). ქვემოთ მოცემულ ცხრილში გახაზე :
თესლის აღმოცენებისთვის მოცემული სამი პირობიდან რომელი სრულდება I ცდაში.

3.ბამბას ზედ მობნეული თესლებით დააფარე  წყლით, რადგან  წყალი თესლამდე ჰაერს არ გაატარებს.
ჭიქა დადგი თბილ ადგილას (მაგ.: მზით განათებული ფანჯრის რაფაზე).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში გახაზე:
თესლის აღმოცენებისთვის მოცემული სამი პირობიდან რომელი სრულდება II ცდაში.
4.მშრალ ბამბაზე მოფანტული თესლებიანი ჭიქა დადგი თბილ ადგილას. ქვემოთ მოცემულ ცხრილში გახაზე:
 თესლის აღმოცენებისთვის მოცემული სამი პირობიდან რომელი სრულდება III ცდაში.
5. წყლით დაასველე ბამბა, მიმოფანტე მასზე მცენარის ესლი და ჭიქა დადგი თბილ ადგილას.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში გახაზე:
 თესლის აღმოცენებისთვის  მოცემული სამი პირობიდან რომელი სრულდება IV ცდაში.







ü  ჩაიხატე ან გადაუღე სურათები ოთხივე ცდის საწყის ეტაპებს.

ცდის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დააკვირდი ცვლილებებს, რომელიც მოხდება ოთხივე შემთხვევაში და ჩაინიშნ ცხრილში.









ცდა
რომელი პირობა სრულდება
დაკვირვების შედეგები
I
წყალი სითბო ჰაერი

II
წყალი სითბო ჰაერი

III
წყალი სითბო ჰაერი

IV
წყალი სითბო ჰაერი

უპასუხე კითხვებს:
რომელი ცდის შედეგად განვითარდა აღმონაცენი ყველაზე კარგად? ყველაზე ცუდად?

გააკეთე დასკვნა:
 თესლის აღმოცენებისთვის რა სამი აუცილებელი პირობის შესრულებაა საჭირო?

გადავრგით მიწაში :)

 თემა: „მოგზაურობა სამყაროს შესასწავლად“ 
როგორია სამყარო ?
ადამიანს  ოდითგანვე  ყველაზე  მეტად  სამყაროს  შექმნის საიდუმლოება აინტერესებდა. 
როგორ გაჩნდა ვარსკვლავები? პლანეტები? დედამიწა? რა პროცესებმა განაპირობა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოს ჩამოყალიბება? და ა. შ. 

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ აუხედავს ცაში და არ უკითხავს თავისთვის თუ რამხელაა სამყარო. პასუხი მარტივია: ძალიან დიდი. მისი სიდიდე დღემდე არ არის განსაზღვრული.



  სამყაროს შემადგენელი კომპონენტებია: გალაქტიკები, პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები,დედამიწა, მზე, მთვარე,ვარსკვლავები, ცოცხალი (მაგ.: ადამიანი, ცხოველი, მცენარე, ფრინველი) და არაცოცხალი ბუნება (მაგ.: ქვა, მზე, ვარსკვლავი, მთა,წყალი).


მოსწავლეების დააჯგუფება:
                                     ჯგუფები ირჩევენ ყუთში ჩაყრილ ბარათებს წარწერებით: 
1- გალაქტიკა- პლანეტები
 2- დედამიწა 
3-  მზე და ვარსკვლავები
 4- ცოცხალი ორგანიზმები (ადამიანი, ფრინველი, შინაური და გარეული ცხოველები...)
 5-  არაცოცხალი სხეულები (მთა, ზღვა, მდინარე...)
ამზადებენ ჩანახატს და მცირე პრეზენტაციას მოცემულ თემაზე .
ვაჯამებთ,(ვაკრავთ) ბავშვების ნამუშევარს ან დაფაზე ან ფორმატზე.
დასკვნა:  სამყარო უსასრულო სივრცეა, რომელსაც არ აქვს საზღვრები, რადგან უსასრლოდ ფართოვდება.
 ჩამოვთვლით სამყაროს კომპონენტებს და შევაგრძნობინებთ, რომ ჩვენც ამ მშვენიერი სამყაროს ნაწილები ვართ.


კვლევა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა ხელს უწყობს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას, აგრეთვე გარემომცველ სამყაროზ...