საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
შესწავლა ხელს უწყობს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას, აგრეთვე
გარემომცველ სამყაროზე ზრუნვისა და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის
გააზრებას.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას აუცილებელია ყურადღების გამახვილება განწყობა- დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის
გამოყენებაზე, ეს არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის
მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას
ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I
გამოცემის წინასიტყვაობა). ესგ (2018–2024)
თემა: ერთლებნიანი და ორლებნიანი თესლები
კვლევა:
მოცემული თესლები დაფარულია კანით. თესლს მოაცილე კანი და დააკვირდი. შეეცადე აღწერო და დაყო ისინი ორ ჯგუფად.
No comments:
Post a Comment