კვლევა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა ხელს უწყობს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას, აგრეთვე გარემომცველ სამყაროზე ზრუნვისა და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას აუცილებელია ყურადღების გამახვილება განწყობა- დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე, ეს არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა). ესგ (2018–2024)

თემა: ერთლებნიანი და ორლებნიანი თესლები
კვლევა: 
მოცემული თესლები  დაფარულია კანით. თესლს მოაცილე კანი და დააკვირდი. შეეცადე აღწერო და დაყო ისინი ორ ჯგუფად.









პრაქტიკული სამუშაო:როგორ გავაკეთოთ კომპასი

კომპასი–პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს.

კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარს აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს. 
კომპასის ისრად ჩინელები იყენებდნენ მაგნიტური
რკინისაგან დამზადებულ საგნებს, მაგალი-
თად თევზის ფიგურას. თევზი თავსდებოდა
ტივტივაზე, ტივტივა კი წყლის ზედაპირზე.
წყლის ზედაპირზე მოთავსება საჭირო იყო,
რათა თევზის ფიგურას თავისუფლად ეტრიალა.
როგორც კი წყალზე მოათავსებდნენ,
თევზის ცხვირი ჩრდილოეთისაკენ, კუდი კი
სამხრეთისაკენ ტრიალდებოდა.
როგორ გავაკეთოთ კომპასი
 გამოვიყენოთ ძველი ჩინელების გამოცდილება და სახელდახელოდ გააკეთოთ კომპასი.              შევარჩიეთ ერთი რომელიმე ვარიანტი და შევუდგეთ საქმეს.
კომპასი 1.
კომპასის გასაკეთებლად აუცილებელი მასალა:
• მაგნიტი
• პერგამენტის ქაღალდი
• საკერავი ნემსი
•გამჭვირვალე ჭიქა
• წყალი                                
• ჭიკარტი ან საკანცელარიო პატარა ლურსმანი
 პროცედურა:
1.გაუყარე ნემსი პერგამენტის ქაღალდში, როგორც ნახატზეა ნაჩვენები.
2. ნემსის წვეტიანი ბოლო გაუსევი 40-ჯერ მაგნიტს. ყოველთვის ერთი მიმართულებით (თითქოს დანით ხის ძელს თლიდე). ნემსი უნდა დამაგნიტდეს. ამის შემოწმება ადვილია: მიუახლოვე ნემსის წვერი ჭიკარტს ან ლურსმანს–ისინი დამაგნიტებულ ნემსს მიეკრობა.
3. ჭიქაში ჩაასხი წყალი და ზედაპირზე , ჭიქის შუაში ,მოათავსე ქაღალდი ნემსითურთ.
ცდის შედეგი :
ნემსის დამაგნიტებული წვერით ჩრდილოეთის მიმართულებით განლაგდება.
შეამოწმე , ხომ არ მოხდა ეს შემთხვევით.შემოატრიალე ქაღალდი.
როდესაც ხელს გაუშვებ, ნემსის წვერი კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.

კომპასი–2 

კომპასის გასაკეთებლად აუცილებელი მასალა:

• მაგნიტი
• საკერავი ნემსი
• ძაფი
• ფანქარი
• გამჭვირვალე ჭიქა
• ჭიკარტი ან საკანცელარიო პატარა ლურსმანი

პროცედურა:

1. საკერავ ნემსს შუაში მოაბი ძაფი. ძაფის მეორე ბოლოს გაუკეთე ყულფი
ფანქარზე ჩამოსაცმელად.

2. ნემსის წვეტიანი ბოლო გაუსვი 40-ჯერ მაგნიტს, ყოველთვის ერთი მიმართულებით(თითქოს დანით ხის ძელს თლიდე). ნემსი უნდა დამაგნიტდეს.
ამის შემოწმება ადვილია: მიუახლოვე ნემსის წვერი ჭიკარტს ან ლურსმანს.
ისინი დამაგნიტებულ ნემსს მიეკრობა.
3. ძაფის ყულფში გაუყარე ფანქარი და დადე ის ჭიქაზე ისე, რომ ნემსი
ჩაეშვეს ჭიქის შუაგულში.
ცდის შედეგი:

ნემსის დამაგნიტებული წვერი ჩრდილოეთის მიმართულებით განლაგდება.
შეამოწმე, ხომ არ მოხდა ეს შემთხვევით. შემოატრიალე ფანქარი. ნემსის წვერი კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.






შემაჯამებელი სამუშაო ბუნებისმეტყველებაში–მოდელირება



ესგ ბუნ.V.1.მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ  ფუნქციებთან  დაკავშირება.


 

 











   

         მცენარის ვეგეტატიური ორგანოების შესწავლის შემდეგ  მოსწავლეებმა შემაჯამებელ სამუშაოზე  თეორიული ცოდნის გამოყენებით მოახდინეს - მცენარის ვეგეტატიური ორგანოების  სტრუქტურული მოდელირება.  
მოდელის დამზადებისას მათ  შეძლეს მცენარის ვეგეტატიური ორგანოების სტრუქტურული აგებულება მათ ფიზიოლოგიასთან დაეკავშირებინათ და მოეხდინათ მცენარის ორგანოებს შორის არსებული კავშირის სინთეზური გააზრება. მოდელების პრეზენტაციისას მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ მცენარეზე - როგორც მთლიან ორგანიზმზე და ისე მოეხდინათ მათ მიერ შექმნილი მოდელის თვითშეფასება.    

კვლევა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა ხელს უწყობს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას, აგრეთვე გარემომცველ სამყაროზ...